რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის უმაღლეს დიპლომატ ვან ის განუცხადა, რომ მოსკოვი და პეკინი ურთიერთობებში „ახალ ეტაპებს აღწევენ". პუტინმა განაცხადა, რომ „რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის საერთაშორისო ასპარეზზე თანამშრომლობა, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო სიტუაციის სტაბილიზაციისთვის“.
„რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები ვითარდება ისე, როგორც ჩვენ ვგეგმავდით წინა წლებში. ყველაფერი წინ მიიწევს და ვითარდება და ჩვენ ვაღწევთ ახალ ეტაპებს", - განაცხადა პუტინმა კრემლში შეხვედრისას.
ვან ის მოსკოვში მოგზაურობას, დასავლეთში ყურადღებით ადევნებდნენ თვალს, იმ შეშფოთების ფონზე, რომ ამ ორი ქვეყნის დაახლოებამ შეიძლება, გავლენა იქონიოს უკრაინის ომზე, რომელიც უკვე ერთი წელია, გრძელდება.